მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმერეთში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან 1 148 იმერეთში გამოვლინდა.

ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 413 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 499, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 33 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 58 291 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 818 პირი, გარდაიცვალა 49 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.33%

კომენტარები