მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან პარტიებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

8 პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

“ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ:

უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს;

ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. ბოლომდე!”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ – “თავისუფლების მოედანი”, “ევროპული საქართველო”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ახალი”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “დროა”, “⁠ფედერალისტები”.

ელენე ხოშტარიასთან ერთად პარლამენტთან გედევან ფოფხაძე და 4 აქტივისტი შიმშილობდნენ, რომლებიც სავარაუდოდ, ასევე, შეწყვეტენ შიმშილობას.

კომენტარები