მთავარიახალი ამბებისლაიდი

ელეონორა არჩაია ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს

ელეონორა არჩაია ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს

ქუთაისის საკრებულოში პარტია “საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს.

პოლიტიკოსი ქალაქის მერიას მოუწოდებს, რომ ქუთაისში არსებული უფუნქციო-მიტოვებული შენობების აღრიცხვა მოხდეს, ამის შემდეგ კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკონომიკის სამინისტროს მათი ქალაქის ბალანსზე გადმოცემა სთხოვოს ან გასხვისება მოხდეს.

ელეონორა არჩაიას თქმით, ამ ქმედების განხორციელების შემთხვევაში ქალაქში მიტოვებული შენობები ფუნქციას შეიძენს და ქუთაისის იერსახესაც არ დაამახინჯებს.

“უკვე წლებია, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქალაქში არსებული სახელმწიფო ბალანსზე არსებული უფუნქციოდ მიტოვებული შენობები, უსახური და ზოგიერთ შემთხვევაში საფრთხის შემცველი ფასადებით. უმეტეს შემთხვევაში ზოგიერთი მათგანი ანტისანიტარიის კერად არის ქცეული. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ქალაქის ცენტრში, ისტორიულ და კულტურული მემკვიდრეობის მქონე ადგილებში გვხვდება, სადაც ჩვენი მოქალაქეების გარდა, უამრავი ტურისტი მოძრაობს. ამის მაგალითს წარმოადგენს ქალაქის ცენტრში, თამარ მეფის ქ. N9-ში არსებული ეს ობიექტი და აქ არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. მივმართავ თხოვნით როგორც ქალაქის თვითმმართველობის, ასევე რეგიონის ხელმძღვანელ პირებს მოხდეს დროულად ქალაქში არსებული მსგავსი შენობების აღრიცხვა და შუამდგომლობის გაგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რათა მოხდეს აღნიშნული შენობა-ნაგებობების გადმოცემა ქალაქის თვითმმართველობისთვის, ან/და გასხვისება კანონის შესაბამად, რათა მოწესრიგდეს მათი ინფრასტრუქტურული მხარე, რაც მრავალ სასარგებლო და ქალაქის კეთილდღეობაზე მორგებულ შედეგს მოგვცემს. გარდა იმისა, რომ ობიექტები ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდება, შეიძენს ფუნქციურ დანიშნულებებს და გაჩნდება მოქალაქეთა დასაქმების დამატებითი შესაძლებლობები”, – აცხადებს ელეონორა არჩაია.

კომენტარები