სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურში “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები