მთავარიახალი ამბებისლაიდი

ერთი წლის განმავლობაში საქართველო 80 351 მოქალაქემ დატოვა

ერთი წლის განმავლობაში საქართველო 80 351 მოქალაქემ დატოვა

2021 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ემიგრაციაში წასული 99 974 კაციდან, 80 351 – საქართველოს მოქალაქე იყო, 19 568 – სხვა ქვეყნის მოქალაქე, 55 პირის შემთხვევაში – მოქალაქეობა არ არის მითითებული.

2012 წლიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნულია, ამაზე მეტმა – 105 107 ადამიანმა ქვეყანა 2019 წელს დატოვა.

ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82.5 პროცენტი და ემიგრანტების 88.6 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

2021 წელს, იმიგრანტების 53.4 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.4 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

კომენტარები