მთავარიახალი ამბებისლაიდი

ერთ წელიწადში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 25 თანამშრომელზე 467,729 ლარი გაიცა

ერთ წელიწადში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 25 თანამშრომელზე 467,729 ლარი გაიცა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2021 წელს გაწეული ხარჯები შეისწავლა, რამაც ჯამურად 5,567,583 ლარი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4,397,668 ლარი შეადგინა, რაც საერთო ხარჯების 80 პროცენტია, ამავე დროს 100,517 ლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე(4,297,151 ლარი);

ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, ამჟამად 9 ადმინისტრაციაში 257 ადამიანია დასაქმებული, რაც 18 ერთეულით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (275 დასაქმებული) შედარებით.

ყველაზე მეტი – 35 ადამიანია დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყველაზე მცირე – 25 კი იმერეთის ადმინისტრაციაში.

2021 წელს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 25 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებზე 467,729 ლარი, პრემიაზე, დანამატსა და ჯილდოზე კი 26, 560 ლარი გაიცა.

კომენტარები