ქუთაისში ხარაზოვის ბაღში გადაადგილება ბავშვებისთვის სახიფათოა.
ე.წ მშრალი შადრევნის ზედაპირზე ფილები ამოვარდნილია, ქვეშ წყალი არის.
ბავშვებისთვის სახიფათო ადგილი კი ალაგ-ალაგ არის რკინის ბარიკადებით შემოსაზღვრული.
“ხარაზოვის ბაღში გადავდივარ დედაო, რომ მეუბნება ჩემი შვილი, სახლში რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვწყვეტ ყველაფერს და მივსდევ. ეს არის ბავშვებისთვის დანაღმული სკვერი, სადაც შეიძლება ნებისმიერ დროს ტრაგედია დატრიალდეს. იცი რამდენი ხანია, ასეა?! ჰყავს ამ ქალაქს პატრონი?! მე მგონია, რომ არა. ბათუმის ტრაგედია ღმერთმა ნუ ქნას, არ განმეორდეს, თორემ მერე იტყვიან არ ვიცოდითო”, – ამბობს ადგილობრივი ლეილა მაისურაძე.
ქუთაისში, ე.წ. ხარაზოვის სკვერში მშრალი შადრევნის მოწყობაზე ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა.
კომენტარები