ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება.
მაღაროელები უკანონო რეორგანიზაციას აპროტესტებენ და 4 დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ.
“ბიჭებთან დაკავშირებით სიახლე ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი გაჩერებულია – ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ მიმართულებით, რაც ამ ბრძოლას უკავშირდება.
“ეს მიდგომა გაცილებით მიზანმიმართული და მართებულია, განსაკუთრებით – პროცესის ბოლო და გადამწყვეტ ეტაპზე.
კარვები კვლავ ადგილზეა.
პროტესტი გრძელდება.
ჩვენი პოზიცია უცვლელია: ვითხოვთ ბიჭების განთავისუფლებას.
ვეწინააღმდეგებით უკანონო რეორგანიზაციას ყველა სამართლებრივი და გონივრული გზით. აქ გულხელდაკრეფილი არავინ ზის. დღევანდელი ფაზა არ არის პაუზა, ეს არის მომავლის გადამწყვეტი მზადება. ვმუშაობთ დეტალურად, ფხიზლად, წინდახედულად – ნებისმიერი სცენარისთვის”, – აცხადებენ მაღაროელები.
4 ჭიათურელი მაღაროელი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 29 აპრილს დააკავეს.
კომენტარები