მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში, მას ძალიან უნდა თინა ბოკუჩავას ჩამოცილება”

“ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში, მას ძალიან უნდა თინა ბოკუჩავას ჩამოცილება”

ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი მისი გუნდის საკრებულოს წევრებს მოუწოდებს, გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში.

“ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე.

ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე.

მე, როგორც ამ მოძრაობის დამაარსებელი, მთლიანად ვუჭერ მხარს პარტიის ლიდერშიპს და მოვუწოდებ ყველა წევრს – არ აჰყვნენ ამ ქოცურ მაქინაციებს.

ასევე, მოვუწოდებ საკრებულოების ჩვენს წევრებს, რომელთა გაყვანისთვისაც მე ჩემი თავისუფლებით მაქვს ფასი გადახდილი და ვიხდი დღემდე პატიმრობით, გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში, მათ შორის – კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო სფეროს ლობირებასთან”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები