ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივები დილიდან “ინფო იმერეთს” უკავშირდებიან და აცხადებენ, რომ არის რიგი სოფლები, რომლებიც ამ დრომდე არ გაწმენდილა.
“ვანის რაიონის სოფლები არსად არაა გაწმენდილი, მოხუც მშობლებთან ვერ მივდივართ სულორში, მიცვალებული ჰყავთ მეზობლად და სახლში ვერ მიიყვანეს. ვიდეოებს რომ უსმინო, წმენდენ, რამდენი მარტო მოხუცი ქალია სახლში და მეზობელი ვერ მიდის, რომ მოიკითხონ. შუქი არაა ტელეფონები გათიშული აქვთ”,- ამბობს ნესტან დვალიშვილი.
ადგილობრივების თქმით, სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და გაზი.
“ყუმურში, ციხესულორში და ამაღლებაში გზები არ გაწმენდილა, არ გვაქვს ელექტროენერგია და გაზი, თოვლი ერთ მეტრზე მეტია, ვერ გადავადგილდებით. აქედან ყველაზე რთული მდგომარეობა ყუმურშია, სადაც მოხუცები და ბავშვები ცხოვრობენ”, – ამბობენ ადგილობრივები.
იმერეთში მესამე დღეა, თოვს. დიდთოვლობამ 12-ვე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
კომენტარები