მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვანის მუნიციპალიტეტში UFC-ის ქართველ ჩემპიონს ელოდებიან

ვანის მუნიციპალიტეტში UFC-ის ქართველ ჩემპიონს ელოდებიან

ვანის მუნიციპალიტეტში UFC-ის ქართველ ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს ელოდებიან.

მოქალაქეები სოფელ სულორში მის სახლთან არიან შეკრებილი.

UFC-ის ჩემპიონი საქართველოში 29 სექტემბერს დაბრუნდა.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა.

ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.

ჯამში, შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.

კომენტარები