მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში მივიდა.

როგორც მან პროკურატურაში შესვლამდე აღნიშნა, ის ჩორჩანაში საგუშაგოს გაკეთების წინააღმდეგი იყო.

ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.

კომენტარები