საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. ჩვენ ვემზადებით მათ შორის, არჩევნებისთვის და ამ კუთხით ბუნებრივია, გვაქვს სერიოზული სამზადისი, რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები. მერებმა მიიღეს გადადგომის გადაწყვეტილება. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ არის მოახლოებული არჩევნები და შესაძლოა, ამ დროს მათ ჩათვალეს ყველაზე მიზანშეწონილად ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით და მზად ვართ ყველა მუნიციპალიტეტში.
ვემზადებით აქტიურად არჩევნებისთვის და 64-ვე მუნიციპალიტეტში და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები