5 წლის მანძილზე რასაც ყვებით, ყველაფერს ჯერ XVI საუკუნეში ამოშენებული მოხატული სარკმელის გარღვევა და ახლა უკვე ჯვრის მოხსნა აჯამებს, – ამის შესახებ “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახლა, გელათის ამ მდგომარეობამდე მიმყვანი დამნაშავეები სხვის მსაჯულებად გვევლინებიან.
“ემოციურად უმძიმესი სანახაობაა უჯვროდ დარჩენილი, კრამიტებმორღვეული მთავარი ტაძარი.
ვერც ფოტოს შეხვდებით და ვერც კაცს, ვისაც ასეთი გელათი აქვს ნანახი.
აქ ჯვარი არც კრამიტის მოწყობის დროს მოხსნილა, არც ბოლშევიკების დროს..
5 წლის მანძილზე რასაც ყვებით, ყველაფერს ჯერ XVI საუკუნეში ამოშენებული მოხატული სარკმელის გარღვევა და ახლა უკვე ჯვრის მოხსნა აჯამებს.
კი, კონსტრუქციებმა მოითხოვა, მაგრამ პროექტის ისე შედგენაც შეიძლებოდა ამას რომ არიდებოდნენ.
თანაც, ახლა ამას “რეაბილიტაციით გამოწვეულ აუცილებლობას” ისეთები არქმევენ, ვინც გასულ წლებში ან დუმდნენ, ან პროპაგანდას ახმოვანებდნენ ხელოვნური აჟიოტაჟიაო..
ბიძინას ბიჭებმა ხომ რეაბილიტაცია 2020-ში შემოგვასაღეს დასრულებულად და შემდეგი წლები თავს იყრუებდნენ..
საინტერესოა, ასეთები რას გულისხმობენ მიმდინარე რეაბილიტაციაში..
ახლა, გელათის ამ მდგომარეობამდე მიმყვანი დამნაშავეები სხვის მსაჯულებად გვევლინებიან.
სამუშაოებს საპატრიარქო კურირებს.
ჯვარი ბზობას მოხსნეს.
დღეს რა შეუშლიდათ ხელს?
თუმცა, ალბათ ამწე დღესაც ისე მოისპობოდა, როგორც გუშინ, არასწორი დატვირთვის გამო..” – წერს ბარათაშვილი.
კომენტარები