მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვითხოვთ რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ სამართლიან არჩევნებს”

“ვითხოვთ რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ სამართლიან არჩევნებს”

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებულები და მასწავლებლები რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ სამართლიან არჩევნებს მოითხოვენ.

მათივე თქმით, საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია.

“ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულები ჩვენს მასწავლებლებთან ერთად ვაანალიზებთ საკუთარ მოქალაქეობრივ  პასუხისმგებლობას და თავს ვალდებულად ვთვლით, ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველოს ევროპული მომავალი უპირობო ალტერნატივაა ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ვემიჯნებით საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მხრიდან მოსახლეობის ნებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ძალადობასა და წამებას!

ვითხოვთ რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ სამართლიან არჩევნებს”, – აღნიშნულია პეტიციაში.

კომენტარები