მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვითხოვთ სწრაფი მატარებლის დანიშვნას ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით”

“ვითხოვთ სწრაფი მატარებლის დანიშვნას ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით”

ქუთაისის მცხოვრებლები ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით პეტიციას  TTG Travel To Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი ავრცელებს.

ინიციატორები, ითხოვენ ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას შემდეგი განრიგით:

ქუთაისი → თბილისი
გასვლა დილის 06:00 საათზე – ჩასვლა თბილისში 09:00
გასვლა საღამოს 20:00 საათზე – ჩასვლა თბილისში 23:00

თბილისი → ქუთაისი
გასვლა დილის 06:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 09:00
გასვლა საღამოს 20:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 23:00

ქუთაისი → ბათუმი
გასვლა დილის 08:00 საათზე – ჩასვლა ბათუმში 10:00
გასვლა საღამოს 18.00 საათზე – ჩასვლა ბათუმში 22.00

ბათუმი–ქუთაისი

გასვლა დილის 08:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 10:00
საღამოს 18:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 20:00

„ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია. სწრაფი მატარებლების დანიშვნა: გაზრდის ქუთაისის ტურისტულ და ეკონომიკურ მიმზიდველობას, წაახალისებს შიდა ტურიზმსა და ბიზნესს, შეამცირებს ქუთაისიდან სხვა ქალაქებში გადინებას, გააადვილებს მოქალაქეების გადაადგილებას დედაქალაქსა და შავი ზღვის რეგიონში, ქუთაისს აქცევს რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად,  გააძლიერებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირებს. გთხოვთ, განიხილოთ ეს ინიციატივა და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის განვითარების და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით,“ – წერია პეტიციის ავტორების მიმართვაში.

კომენტარები