“მოამბის” იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კორესპონდენტი ირმა ჭოლაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს მიმართავს.
მისი თქმით, მაუწყებლის კონკრეტულმა თანამშრომელმა დაასახელოს, ვინ ვერ თანამშრომლობს ვასილ ივან-ჩიქოვანთან.
“მე, ირმა ჭოლაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” კორესპონდენტი (უკვე 15 წელია) ვითხოვ კონკრეტულად გვითხრან! – ვინ ვერ თანამშრომლობს ვასკასთან, ვის უქმნის მაღალი პროფესიონალიზმით და პიროვნული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან მუშაობა დისკომფორტს!!! რათა ვიცოდეთ! მეტი ამ გადაწყვეტილების შესახებ და ასევე, რათა თავი დაიცვას ყველა სხვა კორესპონდენტმა, პროცესისგან, რომ ვასკასთან დაკავშირებულმა პრეცედენტმა, არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი”, – წერს “მოამბის” ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ, 4 თებერვალს პირველი არხის ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის აღარ იყო “მოამბის” 18:00-საათიანი გამოშვების წამყვანი. მისივე ცნობით, ტელევიზიის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერები ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ.
კომენტარები