ქუთაისის მერიასთან აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები არიან შეკრებილი.
ადგილობრივები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ გაუმართავ ლიფტებს აპროტესტებენ.
მოსახლეობის თქმით, ლიფტების უმრავლესობა წყობიდან არის გამოსული, რის გამოც ადგილობრივებს ფეხით სიარული მაღალ სართულებზე უხდებათ.
“ეს ლიფტი ვიღაცას შეიწირავს, აუცილებლად ვინმე უნდა მოკვდეს ყურადღება რომ მოგვაქციონ?!”, – აცხადებენ მერიასთან შეკრებილები.
მათი თქმით, თუ ქუთაისის მერია პრობლემას დაუყონებლივ არ მოაგვარებს, ისინი აღმაშენებლის ქუჩის გადაკეტვას აანონსებენ.
კომენტარები