მთავარიახალი ამბებისლაიდი

ვინ არიან ზესტაფონთან ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები

ვინ არიან ზესტაფონთან ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები

ზესტაფონთან მომხდარ ავარიას ორი პირი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გუშინ ევაკუატორი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ორივე მათგანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მცხოვრებლები არიან.

ორივე გარდაცვლილის ცხედარი საცხოვრებელ სახლებში უკვე გადაასვენეს.

“საშინელი ტრაგედია დატრიალდა, დაიღუპნენ ვიტალი დარჯანია და ვახტანგ რუხაძე. ერთი შიგ ჩაიწვა, მეორე ევაკუატორიდან გადმოვარდილა, თუმცა, სამწუხაროდ, ისიც ადგილზე დაიღუპა”,- აცხადებს მერის წარმომადგენელი ჭალადიდში ზვიად გვარამია.

 

კომენტარები