მთავარიახალი ამბებისლაიდი

ვცდილობდი, რომ გამეყალბებინა არჩევნები – კომისიის წევრი “ოცნებას” ამხელს

ვცდილობდი, რომ გამეყალბებინა არჩევნები – კომისიის წევრი “ოცნებას” ამხელს

“ქართული ოცნებიდან” ქუთაისის 90-ე კომისიის წევრი იზა ჩირგაძე არჩევნების მეორე ტურზე “ქართული ოცნების” გაყალბების სქემაზე საუბრობს.

“ვიყავი საოლქო უბნიდან, 90-ე უბანზე, ვიყავი კომისიის წევრი. ვცდილობდი, რომ გამეყალბებინა არჩევნები. მაძალებდა ქალბატონი ინგა, “ოცნების” წარმომადგენელი. დამირეკა, რომ ვინმე შემოვა, გაატარეო. არც ერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო ისეთი, სრულიად არცერთი არ ემთხვეოდა მონაცემებს, უბრალოდ სახელი ემთხვეოდა, დანარჩენი არაფერი – სხვა ადამიანი, სხვა პირადობით. არ მოვაწერინე ხელი, გავუშვი ორივე.

მერე დამირეკეს ისევ – რას ჰქვია არ გაატარეო?! უნდა გაგეტარებინაო და შეასრულეო. ასე გავუშვი სხვა პიროვნებებიც და ვეცადე ყველანაირად წესრიგად, იმიტომ რომ ჩემზე იყო დამოკიდებული ხელს მოვაწერდი თუ ბეჭედს დავარტყამდი, ვეცადე არცერთი ბიულეტენი გამეშვა ისე, რომ გამეყალბებინა. სრულიად ყველას ვიღებდი სამართლიანად, პირბადეს ვუწევდი, სახეზე ვაკვირდებოდი, ყველა პირადობას ვამოწმებდი”, – განაცხადა იზა ჩირგაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, არაფერი უკანონო არ ჩაუდენია.

იზა ჩირგაძე ყვება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელს გუშინ ესაუბრა და უთხრა, რომ მასზე ზეწოლას და ძალადობას ჰქონდა ადგილი, რის გამოც დახმარება სთხოვა.

“მირეკავდნენ “ქართული ოცნებიდან” წარმომადგენლები მოგაკითხავთო, სად ხართო. დარწმუნებული ვიყავი 2-3 პიროვნება მაინც იქნებოდა, ვეცადე ყველანაირად “გრანდ მოლში” შემეფარებინა თავი. სანამ მოვიდოდნენ მაიკოს შევეხმიანე, დამეტაკნენ, უნდოდათ გამოვეძალე და წამოვეყვანე”, – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, სახლშიც მიაკითხეს და საფრთხე მის ოჯახსაც ემუქრება. იზა ჩირგაძე ყვება, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი მის დასაც დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი და საფრთხეში იყო, ითხოვდნენ მისი ქმრის ნომერსაც.

კომენტარები