ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ 4-თვიანი დროებითი მართვის რეჟიმის შემდეგ მუშაობა სრულად განაახლა.
როგორც საწარმოს დირექტორმა გოჩა ქურდაძემ BMG-ის განუცხადა, განახლებულია ფეროშენადნობების ექსპორტიც.
საწარმოში აცხადებენ, რომ კვლავ გამოწვევად რჩება გლობალურად პროდუქციაზე შემცირებული ფასები, თუმცა მოლოდინია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ვითარება მიმდინარე წლის II კვარტალიდან გამოსწორდება.
ცნობისთვის, 2024 წლის წლის პირველი ნოემბრიდან “ჯორჯიან მანგანეზმა” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დროებით 2025 წლის პირველ მარტამდე გააჩერა. კომპანია მიზეზად მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასების მკვეთრ ვარდნას და მოთხოვნის შემცირებას, ასევე მადნის დეფიციტს ასახელებდა.
კომენტარები