მთავარიახალი ამბებისლაიდი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნაში მუშა გარდაიცვალა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნაში  მუშა  გარდაიცვალა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უბედურ შემთხვევას დასაქმებული ემსხვერპლა.

პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა 15 ოქტომბერს იმ დროს მოხდა, როდესაც სარემონტო საამქროს თანამშრომელთა ბრიგადა ქარხნის ერთ-ერთ ძველ ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა.

“სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის ა. გ.-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შედეგად ა. გ. დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი.

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მაქსიმალურად ეცდება დადგინდეს მომხდარი ფაქტის მიზეზები და სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს შესაბამისი რეაგირება,”-აცხადებენ პროფკავშირებში.

კომენტარები