მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ზესტაფონში ავარიის დროს დაშავებული მეორე ბავშვიც გარდაიცვალა, დედა მძიმედაა და არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს” 

“ზესტაფონში ავარიის დროს დაშავებული მეორე ბავშვიც გარდაიცვალა, დედა მძიმედაა და არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს” 

ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.

ოჯახის ახლობლის თქმით, დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.

“გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა – მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს… ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო…“, – განაცხადა “პრაიმტაიმთან” ოჯახის ახლობელმა.

26 ივნისს ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები