ზესტაფონში მეშვიდე სკოლის მიმდებარედ ადგილობრივებმა ქვეწარმავალი შენიშნეს.
შეშინებული მშობლები ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ადგილობრივები ქვეწარმავლის ფოტოსაც ავრცელებენ და შიშობენ, რომ ის შხამიანი გველია.
“ინფო იმერეთი” ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფოტოზე არსებული ქვეწარმავალი მელანისტი ანკარაა, რომელიც შხამიანი არ არის.
კომენტარები