მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა.

“ინფო იმერეთთან” ადგილზე მყოფები აცხადებენ, რომ სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა.

დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.

“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კაცი, რომელსაც მეზობლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია.

კომენტარები