მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონში, პატარა სამებაში ქალი 30 საათია, უგონო მდგომარეობაშია, ექიმები ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ

ზესტაფონში, პატარა სამებაში ქალი 30 საათია, უგონო მდგომარეობაშია, ექიმები ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ

ზესტაფონში, სოფელ პატარა სამებაში უკვე 30 საათია, ასაკოვანი ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ადგილზე მედიკოსების გამოჩენას ყოველწუთიერად ელოდებიან, თუმცა გზა თოვლით ისე არის ჩახერგილი, რომ სოფლამდე მანქანა ვერ მიდის.

ხანშიშესული ქალის ოჯახის წევრი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები გზის სავალი ნაწილის ტრაქტორით გაწმენდას შეპირდნენ, თუმცა მისივე განმარტებით, მძიმე ტექნიკა სამჯერ გაფუჭდა.

“ჩემი ბებო ისეთი ძლიერი ქალია, 30 საათია, უძლებს ამ ყველაფერს. კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, რომ დროულად გამოჩენილიყო სასწრაფო და დროულად გაეკეთებინათ ყველაფერი. უგონო მდგომარეობაშია ბებო. გუშინ ღამის სამი საათიდან ველოდებით სასწრაფოს. ტრაქტორს გვპირდებიან, რომ გაწმინდავს გზას და ამოვა. მომაკვდავ ქალთან ბიძაჩემია ამ წუთში. ტრაქტორი სამჯერ გაფუჭდა, როგორც ვიცი. ჯერ კიდევ ცოცხალია ბებიაჩემი, სუნთქვას და სანამ დრო არის, რომ გადაარჩინონ ადამიანი, რამე იღონონ.

გამგეობიდან მითხრეს, რომ სამხიდიანი მიიყვანეს და ცდილობდნენ ექიმის აყვანას. ფაქტი სახეზეა, არავინ შველის ამ ქალს და ასეთ უსუსურ მდგომარეობაში ვართ 30 საათია. წნევები აწუხებდა. ადამიანის სიცოცხლისთვის მთები უნდა გადავდგათ. ყველაფერი ვეცადოთ, რომ რამენაირად ვუშველოთ ამ ქალს”, – განაცხადა მოქალაქემ.

კომენტარები