მთავარიახალი ამბებისლაიდი

ზესტაფონში 12 საათი გააჩერეს სატვირთო, რომელსაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სცენა და აპარატურა მიჰქონდა

ზესტაფონში 12 საათი გააჩერეს სატვირთო, რომელსაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სცენა და აპარატურა მიჰქონდა

ზესტაფონში ის სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სცენა და აპარატურა მიჰქონდა, საპატრულო პოლიციამ გუშინ ღამით გააჩერა და მძღოლს გადაადგილების უფლება, 12-საათიანი დაყოვნების შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ მიეცა.

სატვირთოს მძღოლის განმარტებით, ის ბათუმში გუშინ გვიან ღამითვე უნდა ყოფილიყო, თუმცა სატრანსპორტო მიმოსვლის უფლება მას არ ეძლეოდა.

ბათუმში კი დღეს სამოქალაქო სექტორის მასშტაბური ღონისძიებაა დაანონსებული, მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივებს სცენა არ დაუთმო, რის გამოც მისი თბილისიდან წაღება გახდა საჭირო.

კომენტარები