ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და „ჰაიდენჰაიმს“ „ჰოფენჰაიმთან“ სტუმრად გამართულ მატჩში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1.
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მოედანზე მხოლოდ შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე შევიდა, მაგრამ თამაშში აქტიურად ჩაერთო და გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოაპოვებინა.
“ჰოფენჰაიმი“ ტაბაკოვიჩის გოლით დაწინაურდა. „ჰაიდენჰაიმმა“ წონასწორობა შესვენების შემდეგ აღადგინა – ქართველმა თავდამსხმელმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და ანგარიში ეფექტური მოჭრილი დარტყმით გაათანაბრა.
25 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით გერმანიის ბუნდესლიგაში ბოლო, მე-18 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ ცხრა შეხვედრაში ქულათა მაქსიმალური რაოდენობის მოპოვება სჭირდება.
კომენტარები