მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.
იქამდე ჯაფარიძის ადვოკატებმა სხდომა დატოვეს, რადგან მოსამართლემ მათი არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ასევე არ დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შუამდგომლობა.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.
კომენტარები