მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას კიდევ ექვს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ედავებიან. სავარაუდოდ, დღესვე გამოცხადდება “ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან  დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის გადახდაზეც მან უარი თქვა. 22 მაისს ჯაფარიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს.

კომენტარები