მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა” – ქალების აქცია ქუთაისში

“თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა” – ქალების აქცია ქუთაისში

“თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა” – ამ დევიზით ქუთაისში ქალების აქცია მიმდინარეობს.

ქუთაისელი ქალები სიმბოლურად წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლასთან შეიკრიბნენ, რომელიც დაარსებისას ქალთა სასწავლებელი იყო.

“ქალები იბრძვიან, ზრუნავენ, ხმაურობენ, იცავენ, თანაუგრძნობენ, აპროტესტებენ და არ უშინდებიან დაბრკოლებებს”, – ამბობენ ქუთაისელი ქალები.

აქციის მონაწილეები ასევე, მარშის გამართვასაც აპირებენ, ამის შემდეგ კი პროევროპულ აქციას შეუერთდებიან.

კომენტარები