მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თავისუფლება მზია ამაღლობელს” – აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

“თავისუფლება მზია ამაღლობელს” – აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, ქუთაისში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში  საპროტესტო აქცია-პერფორმანსი იმართება.

15 წუთით, ქალმა აქტივისტებმა გზის სავალი ნაწილების ღერძულა ხაზები დაიკავეს. ქალებმა დღეს ამ ფორმით გადაწყვიტეს სოლიდარობა გამოეცხადებინათ ციხეში მოშიმშილე ქალი ჟურნალისტი პატიმრისთვის.

ღერძულა ხაზებთან მდგომ ქალებს ხელში სიმბოლურად უჭირავთ თეთრი ქაღალდი შავი ხელნაწერი ტექსტით: “თავისუფლება მზია ამაღლობელს”.

სხვადასხვა ადგილზე მყოფი ქალი აქტივისტები ამ ფორმით გამვლელების ყურადღებას იპყრობდნენ და მოქალაქეებს სოლიდარობისკენ მოუწოდებდნენ.

აქცია-პერფორმანსს შემხვედრი მანქანის მძღოლები, სოლიდარობის ნიშნად, სიგნალებით ხვდებიან.

“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საპატიმროში 20 დღეა, შიმშილობს.

კომენტარები