მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! ჩვენ გავიფიცეთ!”

“თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! ჩვენ გავიფიცეთ!”

ტელეკომპანია “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “ტვ პირველი” გაიფიცნენ.

გაფიცულია ონლაინმედიის ნაწილიც.

“თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს!

ჩვენ გავიფიცეთ!

ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე!” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად – საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზედაც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს.

კომენტარები