ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება.
ევროპული მომავლის მცველები სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებებს და სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმის წარმოებაში არმიღებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები სააპელაციო სასამართლომდე მსვლელობით მივიდნენ.
ქუთაისში უწყვეტი პროტესტი უცვლელი მოთხოვნებით გრძელდება – ხელახალი არჩევნები და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
კომენტარები