“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, დამხობა ოლიგარქს” – ამ შინაარსის ტრანსპარანტით სამოქალაქო აქტივისტმა სოფო ბასილაძემ ქუთაისის ისტორიულ ნაწილში აქცია-პერფორმანსი გამართა, სადაც “გემოფესტი” მიმდინარეობს.
ადგილზე მოქალაქეებთან და ტურისტებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა ამ ფორმით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააპროტესტეს.
აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები 198 დღეა, იმართება.
კომენტარები