ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება.
ადგილობრივები პროტესტის 44-ე დღეს ქუთაისის მერიასთან ისევ შეიკრიბნენ და აქციებზე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება გაბმული სიგნალებით გააპროტესტეს.
მათი თქმით, ვიდრე “ქართული ოცნება” ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს და უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, აქციები არ შეწყდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.
კომენტარები