“თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, – ეს წარწერა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აუდიტორიიდან გადმოფინეს.
სტუდენტების განცხადებით, რეჟიმს ათეულობით უკანონოდ დაკავებული პატიმარი ჰყავს, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მათ მოქალაქეები მხარს უჭერენ.
ქუთაისში 64 დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. პერმანენტული პროტესტია ქუჩის, ასევე დრო და დრო პროტესტის კერებია უნივერსიტეტების აუდიტორიებში სკოლებში, თეატრებში და სხვა დაწესებულებებში.
კომენტარები