ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლა განცხადებას ავრცელებს.
სკოლა აცხადებს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრი კამერებით არის აღჭურვილი, რის გამოც ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ეზოში გარკვეული სახის ქმედებებისგან.
“ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლა აღჭურვილია, როგორც შიდა, ასევე გარე კამერებით. კამერები ერთმანეთსაც აკონტროლებენ ჯვარედინი ხედვით. ვერ იპოვით ეზოში კუთხეს, სადაც არ ჩანხართ.
გთხოვთ, თავი შეიკავოთ საღამოობით სკოლის ეზოში სხვადასხვა საქმით დაკავებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში დავაწერთ +18 და გამოვაქვეყნებთ საჯაროდ იმას, რა საქმითაც კავდებით.
მშობლებო, გააფრთხილეთ ბავშვები”,- აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები