მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თავს ხომ იკლავენ და მერე ეს სახიფათო ნარჩენები ასეა მიმოფანტული ქუთაისის ცენტრალურ უბანში”

“თავს ხომ იკლავენ და მერე ეს სახიფათო ნარჩენები ასეა მიმოფანტული ქუთაისის ცენტრალურ უბანში”

ქუთაისში ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ნარკომომხმარებლები  მკვლელი ნივთიერების მიღების შემდეგ, სახიფათო ნარჩენებს ქუჩაში ყრიან.

მოსახლეობის თქმით,  ბოლო პერიოდში პოლიცია შესაბამის ღონისძიებებს აღარ ატარებს, ნარკოდამოკიდებული ადამიანები კი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ხშირ შემთხვევაში ქუჩაშიც დაუფარავად ახორციელებენ.

“თავს ხომ იკლავენ და მერე ეს სახიფათო ნარჩენები ასეა მიმოფანტული ნაგვის ურნასთან, ქუთაისის ცენტრალურ უბანში. სამწუხაროდ, ასეა უკვე მთელი ქალაქი”, – ამბობს ადგილობრივი თათია ახვლედიანი.

კომენტარები