“თბილისი მოლთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. გზის დანარჩენ ზოლებში საავტომობილო მოძრაობა გრძელდება. მსვლელობით ისინი საქალაქო სასამართლოსთან გადანაცვლებას გეგმავენ.
მანამდე მათ სამართალდამცველებმა მოუწოდეს, რომ ტროტუარზე დარჩნენ და არ დაიკავონ გზის სავალი ნაწილი, თუმცა პოლიციასთან დისკუსიის შემდეგ, ისინი ერთ ზოლში მართავენ მსვლელობას.
აქციის მონაწილეებს მიყვება სამართალდამცველთა გარკვეული შემადგენლობა კორდონით.
აქციაზე ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსები.
მათ მსვლელობით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან.
კომენტარები