კლუბი “თეთნულდის” მოხალისე მაშველები დღეს ვანისა და ბაღდათის მოსახლეობას დაეხმარებიან და 24 ოჯახს პირველად სურსათს და მედიკამენტებს გადასცემენ.
“გამზადდა ვანი – ბაღდათის მოსახლეობისთვის, 24 ოჯახისთვის პირველადი სურსათი და მედიკამენტები, მათი საჭიროება გასაუბრების დროს გამოიკვეთა.
თანხა შემოვიდა ანგარიშზე სულ 540 ლარი და დღეს დაიხარჯა, სურსათში 365 ლარი, დარჩენილი თანხით შესაძენი იქნება პური, სანთლები, საწვავი.
ხვალ კიდევ ველოდებით შემდეგი დღისთვის რესურსებს.
მადლობა ყველას ნდობისთვის”, – წერენ კლუბ “თეთნულდის” ოფიციალურ გვერდზე.
იმერეთში რამდენიმე დღე გადაუღებლად თოვდა, რამაც რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.
კომენტარები