მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თერჯოლაში ალილოს მსვლელობა გაიმართა

თერჯოლაში ალილოს მსვლელობა გაიმართა

თერჯოლაში შობის დღესასწაულზე ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა.

შობის მახარებლები ჭაბუკთის წმინდა გიორგის სახელობის  საკათედრო ტაძრიდან დაიძრნენ  და რამდენიმე საათში ქალაქის ყველა ადგილი მოიცვეს.

ალილოს მსვლელობას  მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილებზე მოქალაქეები  სასაჩუქრე კალათებით, საშობაო ძღვენით უერთდებოდნენ.

მსვლელობისას შეგროვილი საშობაო ნობათი მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ ოჯახებს, ბავშვთა და მოხუცთა სახლებს გადაუნაწილდება.

კომენტარები