2024 წელს თერჯოლაში 290 ბავშვი დაიბადა, 500 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მისივე ცნობით, თერჯოლაში 2023 წელს 330 ბავშვი დაიბადა, 453 ადამიანი გარდაიცვალა.
2022 წელს რაც შეეხება, აღნიშნულ პერიოდში თერჯოლის მუნიციპალიტეტში 316 ბავშვი დაიბადა, 529 ადამიანი გარდაიცვალა.
ზოგადად იმერეთში შობადობა შემცირებული, სიკვდილიანობა კი გაზრდილია. აღნიშნულ რეგიონში 2024 წელს, 4494 ბავშვი დაიბადა, 7212 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კომენტარები