მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მსხვერპლით დასრულდა.

“ინფო იმერეთს” ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ავტომობილი ხეს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო.

“ინფო იმერეთი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.

კომენტარები