“ევროპა ჩვენი სახლის” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თოვლის დნობის პროცესი გელათის ტაძარში კედლის მხატვრობას კიდევ უფრო დააზიანებს.
“ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი სარკმელების ქვედა ნიშნულს შესამჩნევად აღემატება, რაც დნობის პროცესში წყლის შეღწევას და კედლის მხატვრობის კიდევ უფრო დაზიანებას გამოიწვევს.
წუხელ ტემპერატურა -11 გრადუსამდე იყო დაცემული, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში.
გუმბათის ყელის ირგვლივ თოვლის გაყინვა ქვის დაზიანების გარდა რისკია ინტერიერისთვისაც
იგივე მდგომარეობაა წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათის ყელზეც”, – წერს ბარათაშვილი.
კომენტარები