მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თუ ეს დანაშაულია, მეც მიკეთია აირწინაღი, არც დაჭერის მეშინია და არც დაჯარიმების”

“თუ ეს დანაშაულია, მეც მიკეთია აირწინაღი, არც დაჭერის მეშინია და არც დაჯარიმების”

“თუ ეს დანაშაულია, მეც მიკეთია აირწინაღი, არც დაჭერის მეშინია და არც დაჯარიმების”, – ამის შესახებ “ინფო იმერეთს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, რომელიც ქუთაისში უწყვეტ პროტესტზე აირწინაღით მივიდა.

ევროპული მომავლის მცველის თქმით, რეჟიმის და არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, ქართველი ხალხისთვის არაფერს არ წარმოადგენს.

“სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო იმ ადამიანებს, ვისაც ამის გამო იჭერენ რამდენიმე დღით. სწორედ ამიტომ მეც გავიკეთებ ამ აირწინაღს და არ მეშინია არც დაჯარიმების. ასეთი რაღაცებით თუ შევშინდით, არაფერი გამოგვივა. ფოიერვერკიც  რომ მქონდეს, მასაც გავუშვებდი”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან დღეს გამართულ აქციაზე ნიღბების გამო 5 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები