საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ “ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირებას ეხმაურება და საჯარო მოხელეებს მიმართავს.
“მინდა მივმართო მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს, ყველას ვინც არის ჩართული ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით და ვუთხრა, რომ – თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ რეჟიმთან ამ ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ არამხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ მორალურად იქნებით ჩვენი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი ამაზე.
ჩვენი, წინააღმდეგობის პლატფორმის მხრიდან არ არის არანაირი სურვილი მომავალში რამე შურისძიების იმიტომ, რომ შურისძიება ამ ქვეყანაში საკმარისად ვნახეთ და ვხედავთ დღესაც”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე შეფასებით, ბრიტანულმა სანქციებმა “ოცნება” გააღიზიანა, რადგან სწორედ იქ ინახავს ქონების დიდ ნაწილს ივანიშვილი.
დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს სანქციები დაუწესა შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს და გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს.
ოთხივე სანქცირებულს გაეყინება აქტივები და დაუწესდება სავიზო შეზღუდვა.
კომენტარები