საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air 212 114 ათას მგზავრს მოემსახურა. წლიურ ჭრილში მგზავრების რაოდენობა 11%-ით არის შემცირებული.
გასული წლის იანვარ-თებერვალში ავიაკომპანია მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებითაც ასრულებდა ფრენებს, რაც ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს.
აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია 15 აპრილიდან ჰამბურგის, ხოლო 29 აპრილიდან მადრიდის მიმართულებით აღადგენს ფრენებს. შემცირებული მგზავრების სავარაუდო მიზეზიც ამ მიმართულებების გაჩერება გახდა.
უკვე რამდენიმე წელია, უნგრული ავიაკომპანია ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერია. 2024 წელს Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან 1.2 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა. ამ ეტაპზე ავიაკომპანია კვირაში 60 სიხშირით ასრულებს ფრენებს.
კომენტარები