ფოთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ხარაგაულში გაჩერდა.
როგორც მგზავრები ადგილიდან “ინფო იმერეთს” უყვებიან, პერსონალმა მათ განუცხადა, რომ ლიანდაგის ისრები გაყინულია, რის გამოც არ იციან, როდის დაიძვრება სარკინიგზო ტრანსპორტი.
“პირველ საათზე თბილისში უნდა ვყოფილიყავი და ორი საათი დაიწყო და მატარებელში ვარ ხარაგაულში. ასე ამბობენ, ისრებია გაყინული. წინიდან ბათუმის მატარებელია, გვერდიდან მდინარე, სად წავიდეთ, რა ვქნათ არ ვიცით. აქ გვითხრეს 28-მდე თოვლია მოსალოდნელიო და იმედია, მომდევნო სამი დღის გატარება აქ არ მოგვიწევს”, – გვიყვება მგზავრი.
კომენტარები