მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთის გუბერნატორს მოადგილეები მოუხსნეს

იმერეთის გუბერნატორს მოადგილეები მოუხსნეს

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, გუბერნატორის ორმა მოადგილემ – ლევან კიკნაველიძემ და ლევან სანიკიძემ თანამდებობები დატოვეს.

ისინი გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობენ. “ინფო იმერეთს” სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ლევან კიკნაველიძე და ლევან სანიკიძე თანამდებობიდან საკუთარი განცხადებების საფუძველზე წავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონების ახალი სახელმწიფო რწმუნებულები წარადგინა.

კომენტარები